logo_geo
eng_logo
ქვემო ქართლში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
- +

3 აგვისტო. 2016. 21:44



საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში შეკრებილ მოსახლოებას ქვემო ქართლში, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა.



რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" იქნება პაატა მხეიძე. იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოღვაწეობდა ქალაქ რუსთავში. ამჟამად არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ბატონი პაატა დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, დარწმუნებული ვარ, თავის გამოცდილებას მოახმარს და ზრუნვას არ მოაკლებს რუსთავის ამომრჩეველს.


რუსთავის 30-ე ოლქში - მაჟორიტარ კანდიდატად ჩვენი პარტიიდან წარდგენილია გიორგი ბეგაძე. ის ეკონომიკის მაგისტრი გახლავთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორია. მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტს მისი სახით კვალიფიციური ეკონომისტი შეემატება.


წალკასა და დმანისში ჩვენ ვასახელებთ - კახა ოქრიაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ პარლამენტის წევრი, ამიტომაც მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, წალკელები და დმანისელები მხარს დაუჭერენ მის კანდიდატურას.


ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან იქნება გოგა მეშველიანი. იგი გახლავთ ეკონომიკის მაგისტრი, ამჟამად არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი. იცის ყველა პრობლემა, რომელიც ბოლნისელებს აქვთ და დარწმუნებული ვარ, პარლამენტიდან იგი ძალისხმევას არ მოაკლებს ამ პრობლემების მოაგვარებას.


გარდაბანში ჩვენი კანდიდატი იქნება სავალან მირზოევი. იგი სამართალმცოდნე გახლავთ. ბატონი სავალანი გარდაბნის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი იყო ქვემო ქართლში. ახლა კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწეა ეროვნული უმცირესობების საკითხებში. ბატონი სავალანის საქართველოს პარლამენტში საქმიანობა სასარგებლო იქნება არა მარტო გარდაბნელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.


თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიას წარგენილი ჰყავს გოდერძი ჩანქსელიანი. ბატონი გოდერძი გახლავთ სამართალმცოდნე, იყო ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის სამმართველოს განყოფილების უფროსი. იგი პროფესიონალი, ძალიან პოზიტიური ადამიანია და დარწმუნებული ვარ, მოიპოვებს თეთრიწყაროს ამომრჩევლის მხარდაჭერას.


მარნეულის 35-ე ოლქში „ქართული ოცნება" მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს რუსლან გაჯიევის კანდიდატურას. იგი გახლავთ მარნეულის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, ბატონი რუსლანი მოიპოვებს მარნეულელების მხარდაჭერას და წარმატება მინდა ვუსურვო მას საპარლამენტო საქმიანობაში.


მარნეულის 36-ე ოლქში კი, წარმოგიდგენთ თამაზ ნავერიანის კანდიდატურას. ბატონი თამაზი მარნეულის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტსკოლის დირექტორი გახლავთ, ამასთან, იგი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც იყო. დარწმუნებული ვარ, ბატონი თამაზი მარნეულელების თითოეულ პრობლემას დიდი გულისყურით მოეკიდება და ღირსეულად წარმოადგენს თქვენს რაიონს საქართველოს პარლამენტში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner