logo_geo
eng_logo
Reuters: ახალი სანქციების ფარგლებში, აშშ-მა შესაძლოა რუსეთში მიკროსქემების იმპორტი აკრძალოს
- +

20 იანვარი. 2022. 11:43

 

 

 აშშ-ის ხელისუფლებამ შეატყობინა მიკროსქემების მწარმოებლებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთში ამ პროდუქციის იმპორტი შესაძლოა შეიზღუდოს. ამის შესახებ Reuters-ი „ნახევრად გამტარების მწარმოებელთა ასოციაციის“ (Semiconductor Industry Association, SIA) წერილზე დაყრდნობით წერს.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 14 იანვარს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებმა, პიტერ ჰარელმა და ტარუნ ჩაბრამ, SIA-ს ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბარში განაცხადეს, რომ ინდუსტრია მზად უნდა იყოს რუსეთის მიმართ გადადგმული უპრეცედენტო ზომებისთვის, მათ შორის იმპორტის დაუყოვნებლივ აკრძალვისთვის.

 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინაში ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner