logo_geo
eng_logo
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, კახა კუჭავამ პარლამენტს მიმართა
- +

20 იანვარი. 2022. 13:11

 

 

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, კახა კუჭავამ პარლამენტს მიმართა.

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე წარედგინა. მისი განხილვა საგაზაფხულო სესიის გახსნამდე იგეგმება. კახა კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე მოხდება.

 

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დეკემბერში დატოვა. მას პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი, გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner