სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, კახა კუჭავამ პარლამენტს მიმართა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე წარედგინა. მისი განხილვა საგაზაფხულო სესიის გახსნამდე იგეგმება. კახა კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე მოხდება.
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დეკემბერში დატოვა. მას პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი, გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.