logo_geo
eng_logo
ბენ უოლესი: ლონდონი მზადაა, უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდოს
- +

20 იანვარი. 2022. 13:51

 

 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის განცხადებით, ლონდონი მზადაა, უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდოს, რათა კიევმა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. ამის შესახებ უოლესმა „Daily Mail“-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

განვიხილავთ საკითხს უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების შესახებ. არაფერია გამორიცხული იმ კუთხით, რომ უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში დავეხმაროთ. დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს. 8 წლის განმავლობაში ვეხმარებით მათ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე გადავწყვიტეთ, ეს დახმარება გავზარდოთ“, - განაცხადა უოლესმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner