logo_geo
eng_logo
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს
- +

20 იანვარი. 2022. 14:04

 

 

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი აირჩიეს.

 

კორნელი სალიამ 14 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მის კანდიდატურას ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ერთ ბიულეტენს კი ხელმოწერა აკლდა და ის ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ჩათვალა.

 

შესვენების შემდეგ, სხდომა პროტესტის ნიშნად „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დატოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner