logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ვქმნით!
- +

3 აგვისტო. 2016. 21:57



გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.



პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, სრულად გამოიყენოს ამ რეგიონის სამეწარმეო პოტენციალი და ყველა შესაძლებლობა შექმნას, რათა საკუთარი შრომით მიღებული კეთილდღეობა მოსახლეობის ოჯახებში მალე შევიდეს.


 ჩვენ საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ვქმნით! სწორედ ამიტომ დავიწყეთ მსხვილბიუჯეტიანი სხვადასხვა სამეწარმეო პროექტი, რადგან კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში, საჭიროა ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენა და დამკვიდრება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი ხალხის ცნობიერებაში მოხდება გარდატეხა და დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ მეწარმეობა საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისა და კეთილდღეობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა, შედეგებსაც მალე ვნახავთ. სახელწიფოს მხრიდან იმათი ხელშეწყობა, ვისაც დღეს არა აქვს საკუთარი ფინანსური რესურსი და აქვს პერსპექტიული ბიზნეს-იდეები, ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმეა. ეს ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას დაიწყოს ან გააფართოოს ბიზნესი, დაეხმარება მათ გამოავლინონ და ქვეყანას მოახმარონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ინოვაციური იდეები განახორციელონ",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner