ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზები და ტროტუარები, ასევე, შტორმისგან დაბინძურებული სანაპირო.
მიმდინარეობს ხე-მცენარეების თოვლისგან გათავისუფლების სამუშაოები. რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 300-მდე თანამშრომელი და სპეციალური ტექნიკა.
მერიის სამსახურები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას..