logo_geo
eng_logo
ბათუმის მერია: უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზები და ტროტუარები, ასევე, სანაპირო
- +

20 იანვარი. 2022. 16:08

 

 

ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზები და ტროტუარები, ასევე, შტორმისგან დაბინძურებული სანაპირო.

 

მიმდინარეობს ხე-მცენარეების თოვლისგან გათავისუფლების სამუშაოები. რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 300-მდე თანამშრომელი და სპეციალური ტექნიკა.

 

მერიის სამსახურები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას..

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner