„მელიას გამო გადადგა, მერის კანდიდატურა დააყენა, ჩხოროწყუში ნაცებმა დაუჭირეს მხარი, ახლა წალენჯიხაში გაიყვანა თავმჯდომარე ნაცების ხარჯზე, კოალიცია, თანამშრომლობა და პოლიტიკური კავშირი სხვა კი არაფერია, ბატონო გახარია“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიციის მიერ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის კორნელი სალიას არჩევას.
მისი თქმით, გახარია და „ნაცები“ ზურგი-ზურგ მიუყვებიან პოლიტიკურ დინებას.
„ჩხოროწყუს შემდეგ წალენჯიხაში შექმნეს კოალიცია „ნაცებმა“ და გახარიამ...
კოალიცია, თანამშრომლობა და პოლიტიკური კავშირი სხვა კი არაფერია, ბატონო გახარია... თუ ვინმეს ჰგონია, რომ მემორანდუმს გააფორმებს ან „იქორწინებს“ მიშასთან, ძალიან შემცდარა. პოლიტიკა შედეგებით ფასდება და არა სიტყვებით. შედეგი კი ერთი მივიღეთ: გახარია და ნაცები ზურგი-ზურგ მიუყვებიან პოლიტიკურ დინებას. აი, ეგ დინება სადამდეც მიგიყვანთ, ბატონო გიორგი, მალე აღმოაჩენთ...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.