logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: გაქცეულ ყოფილ პრემიერსა და მიხეილ სააკაშვილის დამონებულ „ნაცმოძრაობას“ შორის კოალიცია საბოლოოდ გაფორმდა
- +

20 იანვარი. 2022. 16:24

 

 

„დადასტურებულ პოლიტიკურ ალიანსს აღარ შველის ნათია მეზვრიშვილისა და კახაბერ ქემოკლიძის პოლიტიკურად ღრმად დახუჭული თვალების ნაბვა და ამაყი სახით გამამართლებელი სიტყვების ძიება“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი წალენჯიხის საკრებულოში ნაციონალების და გახარიას პარტიის კოალიციას.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას პარტიის წევრი კორნელი სალია სააკაშვილისგან ელოდება დირექტივებს.

 

„გაქცეულ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მიხეილ სააკაშვილის დამონებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კოალიცია საბოლოოდ გაფორმდა. მოღალატეობრივი პოლიტიკაა და ბარემ ბოლომდე ღალატი იყოს! ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ წალენჯიხაც გახარია-სააკაშვილის კოალიციამ გადაიბარა. დადასტურებულ პოლიტიკურ ალიანსს აღარ შველის ნათია მეზვრიშვილისა და კახაბერ ქემოკლიძის პოლიტიკურად ღრმად დახუჭული თვალების ნაბვა და ამაყი სახით გამამართლებელი სიტყვების ძიება... მივულოცოთ, მეგობრებო, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია აირჩიეს, რომელიც ახლა ზის და დირექტივებს სააკაშვილისაგან ელოდება“, - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner