„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თქმით, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, დიდი გამარჯვებები სჭირდება.
„მე დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომით, ერის კონსოლიდაციით, ერთ მუშტად შეკვრით, ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს გამარჯვებისთვის, ყველა ჩვენთაგანი იღვაწებს და მაქსიმალურად დაიხარჯება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახს მოვუტანოთ კეთილდღეობა.
მე დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება" თქვენთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს. ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.