logo_geo
eng_logo
გურიის რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა როგორც გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით
- +

20 იანვარი. 2022. 17:10

 

 

„გურიის რეგიონში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა როგორც გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება,“ - ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მძიმე ტექნიკის დახმარებით იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე შიდა სასოფლო გზები.

 

„სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან ერთად აქტიურ კომუნიციკაციაში იმყოფება მოსახლეობასთან.

 

უწყვეტად მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური: საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მუნიციპალური სამსახურები, საპატრულო, სამაშველო და პოლიცია. ასევე, მუდმივ რეჟიმში მუშაოებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები დაზიანებულ მონაკვეთებზე, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების აღმოფხვრა.

 

რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კვლავ გადაუღებლად თოვს“, - ნათქვამია გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner