logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: მოკლედ, დღეს გახარიას ნაციონალიზაცია საბოლოოდ გაფორმდა!
- +

20 იანვარი. 2022. 17:19

 

 

„ჯერ იყო ჩხოროწყუ, ახლა წალენჯიხა, კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს გახარიამ, საზოგადოება რომ დარწმუნდეს მისი და ნაცმოძრაობის შეხმატკბილებულ ალიანსში?“ - ასე გამოეხმაურა Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი კორნელი სალია აირჩიეს.

 

„ჯერ იყო ჩხოროწყუ, ახლა წალენჯიხა, კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს გახარიამ, საზოგადოება რომ დარწმუნდეს მისი და „ნაცმოძრაობის“ შეხმატკბილებულ ალიანსში? „ნაცებთან“, მის ბელადთან, სულ მცირე, ურთიერთობაც კი ხომ ქვეყნის და სამართლიანი არჩევნებით მოსული ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია? გულით მინდა დავიჯერო, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს, მის ამომრჩეველს, რომლებსაც გახარია მესამე პოლიტიკური ძალა ეგონათ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მასში გაერთიანდნენ და მისცეს ხმა, დაფიქრდებიან მაინც, უნდათ ლიდერი, რომელიც ნელ-ნელა მეგი გოცირიძეში „იზილება“? მოკლედ, დღეს გახარიას ნაციონალიზაცია საბოლოოდ გაფორმდა!“ - წერს ნინო ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner