logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: გახარია იმის იმედზეა დარჩენილი, რა ერგება „ნაცმოძრაობის“ „ელექტორალური ყულაბიდან“
- +

20 იანვარი. 2022. 17:53

 

 

„გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ხდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, გახარია იმის იმედზეა დარჩენილი, თუ რა ერგება „ნაციონალური მოძრაობის“ „ელექტორალური ყულაბიდან“.

 

„იქ, სადაც ექნებათ საშუალება, რომ საკადრო გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ, რა თქმა უნდა, ამ გავლენას ისინი მოახდენენ. სხვა, შორს მიმავალი და მნიშვნელოვანი მიზნების განხორციელების საშუალება, არ მგონია, ჰქონდეთ. უკვე სატელიტად ხდება გახარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და თუ რა ერგება „ნაციონალური მოძრაობის“ „ელექტორალური ყულაბიდან“, მხოლოდ ამის იმედზე არის ის დარჩენილი. ეს პოლიტიკური კავშირი საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც მათ მთავარ მიზანს ვერ მიაღწიეს, უკვე მნიშვნელოვანი ცვლილების და, მით უმეტეს, პოზიტიური ცვლილებების შემომტანი ქართულ პოლიტიკაში ვეღარ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner