logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მიტოვებულ, ყამირად ქცეულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა!
- +

3 აგვისტო. 2016. 22:16


გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას მთავრობის მიერ ამ დარგის ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია.



იცით, რომ ჩვენმა მთავრობამ არაერთი პროექტი წამოიწყო, რომლებმაც სოფელს, ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ჩვენ ხვნის პროცესში დავეხმარეთ მათ, ვინც წლების განმავლობაში მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო მიწებს ვერ ამუშავებდა. დღეს პრაქტიკულად მიტოვებულ, ყამირად ქცეულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა.

 

 მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ გავაგრძელებთ ყველა პროგრამას - გავაგრძელებთ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშემწყობ პროექტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, სანამ არ დავინახავთ, რომ ეს აისახა თითოეულ ადამიანზე, თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე, მის კეთილდღეობაზე",-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვემო ქართლის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, ქვეყნის ერთგულებისთვის, ძმობისთვის და თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 „ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ და თქვენი გვერდში დგომით, ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება" კვლავ თქვენს სამსახურში იქნება!",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner