logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში დაინიშნებოდა ხელახალი არჩევნები და გახარიას პარტიას ძალიან გაუჭირდებოდა იმავე შედეგის დადება
- +

20 იანვარი. 2022. 20:09

 

 

„რატომ წავიდნენ გახარია და მისი პარტია გარიგებაზე „ნაცებთან“, რომლებთანაც როგორც თავად ამტკიცებენ, არც მსოფლმხედველური, არც ღირებულებითი და არც პოლიტიკური თანხვედრა არ გააჩნიათ? მგონია, რომ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე წერს.

 

ექსპერტის აზრით:

 

საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, დაინიშნებოდა საკრებულოს ხელახალი არჩევნები და გახარიას პარტიას ძალიან გაუჭირდებოდა იმავე შედეგის დადება რაც 2021 წელს. ამიტომაც შეეკრნენ ბილწს ზავითა. რატომ წავიდნენ გახარია და მისი პარტია გარიგებაზე "ნაცებთან," რომლებთანაც როგორც თავად ამტკიცებენ, არც მსოფლმხედველური, არც ღირებულებითი და არც პოლიტიკური თანხვედრა არ გააჩნიათ? იშველიებენ მათი აზრით წყალგაუმტარ არგუმენტს, რომ სხვანაირად საკრებულო მუშაობას ვერ იწყებდა, ხალხის და მუნიციპალიტეტის ინტერესები ზარალდებოდა და ა.შ. მე მგონია, რომ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული, და მიზეზი სავსებით მიწიერ-კონიუნქტურულია. საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, დაინიშნებოდა საკრებულოს ხელახალი არჩევნები და გახარიას პარტიას ძალიან გაუჭირდებოდა იმავე შედეგის დადება რაც 2021 წელს. ამიტომაც შეეკრნენ ბილწს ზავითა“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner