საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მარკ კლეიტონთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების საქმეში.
„აგრეთვე, განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებული საკითხები, აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტები.
შალვა პაპუაშვილმა ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.