logo_geo
eng_logo
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
- +

20 იანვარი. 2022. 20:14

 

 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 104-ე შეხვედრა გაიმართა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი, სადაც ხაზგასმით, აღინიშნა რომ უკანონო დაკავებები არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აუცილებელია მათი დაუყონებლივ გათავისუფლება.

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აღნიშნულ უკანონო ქმედებაში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს. შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

IPRM-ზე განხილული იქნა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარედ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ყველა უკანონო ქმედება, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევები.

 

IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 4 მარტს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner