logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: თბილისში კორონავირუსის შემთხვევების 80% „ომიკრონია“
- +

21 იანვარი. 2022. 00:24

 

 

„თბილისში კორონავირუსის შემთხვევების 80% „ომიკრონია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

„საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ, 40%-დან 60%-მდე მერყეობს სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, შეიძლება მთლიანად „დელტას“ ჩანაცვლება არ მოხდეს, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა შემთხვევების „ომიკრონია“. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, „ომიკრონი“ კიდევ ერთხელ ჩამოივლის და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ავად გახდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner