რუსთავის მერიამ რჩეულიშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „გრანდ ვეჯინში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი დროებით სასტუმროში განათავსა. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
დაზარალებული ოჯახები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან და ქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მოინახულა.
„ხანძრისგან დაზარალებული ოჯახები სასტუმროში გადმოვიყვანეთ, სითბოში და მშვიდ გარემოში ყოფნა, რომ შეძლონ. მთავარია, ჯანმრთელად და კარგად არიან. კორპუსის მდგრადობის ექსპერტიზის დასკვნამდე, ისინი სასტუმროში დარჩებიან, უზრუნველვყავით საკვებით, ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები და რაც მათ დასჭირდებათ ყველაფრით დავეხმარებით. ჩვენ ამ ადამიანებს არ დავტოვებთ უყურადღებოდ, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც ჰქონდათ, აღდგეს და ჩვეულ ცხოვრებას მალე დაუბრუნდნენ“, - განაცხადა რუსთავის მერმა.
რჩეულიშვილის ქუჩა #6 ა-ში ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლი დღეს დაახლოებით 11:00 საათზე, პირველ სართულზე გაჩნდა, შემდგომ კი მეორე სართულზეც გავრცელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.