logo_geo
eng_logo
ექსპერტი: მოქალაქეების მხოლოდ 25 %-შია პანიკური განწყობა, დანარჩენი უკრაინა ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებს
- +

21 იანვარი. 2022. 01:29

 

 

უკრაინელებს მიმართავს პრეზიდენტი ზელენსკი და საკუთარ მოქალაქეებს ამხნევებს. ქვეყანაში, რომელიც უკვე 8 წელია ომის პირობებში ცხოვრობს, პანიკა არ არის. უკრაინაში აცნობიერებენ, რომ პუტინი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომლის მიზანიც ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუდმივი დაძაბულობის განცდის შექმნაა.

 

„მოქალაქეების მხოლოდ 25 %-შია პანიკური განწყობა გამძაფრებული, დანარჩენი უკრაინა ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებს. არ ელოდება კრიზის, არ გარბის მაღაზიაში წიწიბურას საყიდლად. მოსახლეობას ახლა არა დეფიციტი, არამედ პროდუქტზე ფასის გაზრდა უფრო ანაღვლებს. აჟიოტაჟი ახლა მხოლოდ მედიაშია. არც მთავრობის ქმედებები მიგვანიშნებს, რომ ქვეყანა დიდი ომისთვის ემზადება“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ექსპერტმა, ვიტალი კულიკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner