logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: თუ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა განხორციელდება, რუსეთს მასშტაბური ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით ვუპასუხებთ
- +

21 იანვარი. 2022. 02:34

 

 

„თუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ თავდასხმა განხორციელდება, რუსეთს მასშტაბური ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით ვუპასუხებთ“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ტრანსატლანტიკური საზოგადოება მტკიცედ დგას ამ პოზიციაზე.

 

„ევროკავშირი რუსეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორია. ეს სავაჭრო ურთიერთობა რუსეთისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. იმედი გვაქვს, უკრაინაზე თავდასხმა არ მოხდება. ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის მცდელობა, რომ ევროპა გავლენის სფეროებად დაყოს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner