logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: თუ დიპლომატიის ნაცვლად რუსეთი აგრესიას აირჩევს, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება
- +

21 იანვარი. 2022. 02:47

 

 

„თუ დიპლომატიის ნაცვლად რუსეთი აგრესიას აირჩევს, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ, ჟენევაში ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების ერთობლივ პოზიციას წარუდგენს.

 

„ჩვენი მიზანია გამოვნახოთ დიპლომატიური გამოსავალი. ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან აქტიურ დისკუსიებსა და შეხვედრებს ვმართავთ ამ საკითხზე, რომ ჩვენი რიტორიკა და მოქმედებები ერთიანი იყოს, გვქონდეს ერთი ხმა, როდესაც საქმე რუსეთს ეხება. ეს ერთობა გვაძლევს იმ სიძლიერეს, რომელიც რუსეთს არ გააჩნია. ხვალ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას მე ერთიან პოზიციას დავაფიქსირებ. ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის პოზიცია“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner