logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პიკური პერიოდი სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს-თებერვლის პირველ დეკადაში იქნება
- +

21 იანვარი. 2022. 10:04

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პიკური პერიოდი სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს-თებერვლის პირველ დეკადაში იქნება. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში საშუალოდ, კორონავირუსის დადებითი შემთხვევების 70%-ს „ომიკრონი“ წარმოადგენს.

 

„თბილისში ეს მაჩვენებელი მაღალია და 80%-ს წარმოადგენს. იანვრის ბოლო-თებერვლის პირველ დეკადაში, ათი დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების პიკური პერიოდი იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner