logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით
- +

21 იანვარი. 2022. 10:30

 

ექიმები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში „ომიკრონის“ ცირკულაციის მაჩვენებლები ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ციფრებში ისახება.

 

მათი მოსაზრებით, სამხრეთაფრიკულ შტამს, რომელმაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღა გამოიწვია, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პიკი ექნება. ჯანდაცვის სპეციალისტების ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე თებერვლის ბოლოსკენ დაიკლებს.

 

„უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით. ისევე, როგორც ეს მოხდა მთელ მსოფლიოში. ვისაც მესამე, ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ, ამიტომაც მასობრივი ვაქცინაცია არის პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner