logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გიორგი პაპუაშვილის განცხადებების შეფასებისგან თავს შევიკავებ...
- +

3 აგვისტო. 2016. 22:56


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისგან, ამ ეტაპზე თავს იკავებს.


მინისტრი აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გამოძიება დასრულდება.


"მე მოვისმინე გარკვეული მოსამართლეების განცხადებები, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდებოდა. გიორგი პაპუაშვილის განცხადებების შეფასებისგან თავს შევიკავებ. გამოძიებას დაველოდოთ და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.

 

მე როდესაც პირველი კომენტარი გავაკეთე, ეჭვი გამიჩნდა იმისა, თუ რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს პაპუაშვილის განცხადებები",- განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner