logo_geo
eng_logo
თამარ ბარკალაია გაფიცულ სოციალურ აგენტებს დღეს შეხვდება
- +

21 იანვარი. 2022. 11:23

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრას გამართავს. უწყება მზადყოფნას გამოთქვამს გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგისა და მოლაპარაკების ფორმატით გააგრძელოს მუშაობა, რასაც მეორე მხარეც დათანხმდა.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტებისა და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან, 40-დან 60%-მდე უნდა გაიზარდოს, თუმცა სააგენტოს თანამშრომლები ანაზღაურების 100 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ისინი უკვე მეხუთე დღეა გაფიცულები არიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner