ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრას გამართავს. უწყება მზადყოფნას გამოთქვამს გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგისა და მოლაპარაკების ფორმატით გააგრძელოს მუშაობა, რასაც მეორე მხარეც დათანხმდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტებისა და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან, 40-დან 60%-მდე უნდა გაიზარდოს, თუმცა სააგენტოს თანამშრომლები ანაზღაურების 100 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ისინი უკვე მეხუთე დღეა გაფიცულები არიან.