logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოადგილეები წარადგინა
- +

21 იანვარი. 2022. 11:24

 

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ თანამშრომლებს მერის მოადგილის ორ ვაკანტურ პოზიციაზე ნათია გოლიაძე და ნიკა ბოლქვაძე წარუდგინა.

 

„მერიის გუნდს კიდევ ორი პროფესიონალი შემოუერთდა. საკადრო გადაწყვეტილება მივიღე და თანამშრომლებს მერის მოადგილის ორ ვაკანტურ პოზიციაზე ნათია გოლიაძე და ნიკა ბოლქვაძე წარვუდგინე. ნათია გოლიაძე ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო, ნიკა ბოლქვაძე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას გაუწევს კურირებას. ნათიას და ნიკას კერძო სექტორში მუშაობის პოზიტიური გამოცდილება გააჩნიათ, იცნობენ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, აქტიური კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთან და ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიასა და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner