logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გახარიამ თავიდანვე ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა
- +

21 იანვარი. 2022. 11:48

 

„გახარიამ თავიდანვე ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებით და კოორდინირებულად მოქმედებენ.

 

„მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა ამ პოლიტიკური სუბიექტის მიერ, რაც დაგვირგვინდა თბილისის მერის არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებით. ეს გადაწყვეტილებაც ერთად მიიღეს წალენჯიხაში, ეს არის კიდევ ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა მოქმედებს შეთანხმებით და კოორდინირებულად“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner