logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორების მხრიდან მყარი გარანტიები, რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა კვლავინდებურად გაგრძელდება
- +

21 იანვარი. 2022. 11:49

 

„კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორების მხრიდან მყარი გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ, ევროკავშირში და ნატოში კვლავინდებურად გაგრძელდება საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვას პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

 

„მოგეხსენებათ ლიეტუვა არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიოტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სადაც წარმოდგენილები არიან დამკვირვებლების სახით და ბუნებრივია, ჩემი ვიზიტიც ემსახურებოდა იმას, რომ უზრუველყოფილი იყოს ამ მხარდაჭერის განგრძობითობა უახლოესი პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner