„ნათელია, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგდნენ ერთმანეთთან და ამას იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მიუხედავად მცდელობებისა, რომ დაიმალოს მათი კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა, რეალურად ადგილი აქვს გარკვეულ კონსოლიდაციას მათ შორის“, - განაცხადა სარჯველაძემ.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.