logo_geo
eng_logo
ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების შესარჩევად პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია
- +

21 იანვარი. 2022. 12:39

 

ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების შესარჩევად პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

 

სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ პოზიციებზე ასარჩევი კანდიდატები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, საკითხზე მუშაობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაიწყებს. თითოეულ კანდიდატურაზე პარლამენტში დისკუსია და განხილვები გაიმართება.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner