logo_geo
eng_logo
შეიქმნა პატრიოტთა ერთიანი ფრონტი, რომელშიც 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა
- +

21 იანვარი. 2022. 12:43

 

„ამ დეკლარაციაზე ხელის მომწერნი, ვაერთიანებთ ჩვენს ადამიანურ, ორგანიზაციულ, საინფორმაციო, ფინანსურ, ფიზიკურ და ჩვენს ხელთ არსებულ სხვა რესურსებს, ვირჩევთ მიზანმიმართული და შეურიგებელი ბრძოლის გზას, რათა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს ღირსება, ხოლო ქართულ სახელმწიფოს- მომავლის პერსპექტივა“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღეს შეიქმნა საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი, რომელშიც 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა.

 

საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის დეკლარაცია

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური ძალადობის, არჩევნების გაყალბებისა და ფარული გარიგებების გზით, საქართველოში ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორხელისუფლებიანობა, რამაც ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი.

 

ერთი მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებული პარტიები არაფრად აგდებენ კანონს და პოლიტიკური პროცესი გადააქციეს იაფფასიან თეატრალიზებულ სანახაობად, რასაც თან ახლავს ფარული გარიგებები, ამერიკელი და ევროპელი ლობისტებისა და პოლიტიკოსების თანამონაწილეობით. ყოველივე ეს არა მხოლოდ შეურაცხყოფს ქართველ ხალხს, არამედ ქვეყანას უსპობს განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას.

 

ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 10 წელმა და „ქართული ოცნების“ 9 -წლიანმა მმართველობამ უაღრესად უარყოფითი გავლენა მოხადინა არაერთი თაობის ცნობიერებაზე. ახალგაზრდებში მიზანმიმართულად ამკვიდრებენ რწმენისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, სამშობლოსადმი გულგრილობას, ქართული ტრადიციებისა და ზნეობისადმი უპატივცემულობას. ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური განუკითხაობა, მწვავე ეკონომიკური კრიზისი და დიდი სოციალური უთანასწორობა. აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ მოსახლეობის 60% მეტი უკიდურეს სიღარიბეშია და მომავლის პერსპექტივა დაკარგა.

 

ამ დეკლარაციაზე ხელის მომწერნი, ვაერთიანებთ ჩვენს ადამიანურ, ორგანიზაციულ, საინფორმაციო, ფინანსურ, ფიზიკურ და ჩვენს ხელთ არსებულ სხვა რესურსებს, ვირჩევთ მიზანმიმართული და შეურიგებელი ბრძოლის გზას, რათა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს ღირსება, ხოლო ქართულ სახელმწიფოს- მომავლის პერსპექტივა.

 

დღეს ამ დეკლარაციას 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია შემოუერთდა. დეკლარაცია ღიაა ხელმოწერისათვის!

 

დღესვე ხელი მოეწერა დეკლარაციას ნეიტრალიტეტის შესახებ. ვითხოვთ,- განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა საქართველო გამოცხადდეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ!

 

საქართველო არის ნეიტრალური ქვეყანა!

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია კეთილმეზობლური ურთიერთობების აგებაზე ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან!

 

ქვეყნის ერთიანობა სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია!” – წერს ირმა ინაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner