„რავი, აკი არაფერი კეთდებაო?! ისემც გადაგკრათ ეშმაკმა მათრახი, თქვე დაუნახავებო!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ციკლიდან - ,,მტრების ჯინაზე"!
თბილისში სააკაშვილ-უგულავას მავნებლური კვალი იშლება. რომ არა კახა კალაძის მოწადინება, მარიფათიანობა, ისევ ჩაფეხვილი „მარშრუტკებისა“ და ავტობუსების შავ ბოლში ვიქნებოდით გახვეულები!
სადაც მადლობა გვაქვს სათქმელი, უნდა ვთქვათ... მადლობა, კახა!
თუმცა... ამავე დროს, ვიზიარებ მავანთა მწუხარებას, პირველი თებერვლიდან თბილისში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ სატრანსპორტო მომსახურება გახდება ცივილიზებული, ჰაერიც გასუფთავდება სააკაშვილ-უგულავას ნარჩენებისგან!
ვისაც არ გესიამოვნათ, შედით „ბუტკებში“!
რავი, აკი არაფერი კეთდებაო?!
ისემც გადაგკრათ ეშმაკმა მათრახი, თქვე დაუნახავებო!“ - წერს გელა ზედელაშვილი.