logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჩვენს ქვეყანას არაკომპეტენტურად მართავენ
- +

21 იანვარი. 2022. 13:01

 

თეთრი სახლის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ასე ცუდად განვითარდებოდა.

 

ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი წელი განიხილა და განაცხადა, რომ ქვეყანა აბსოლუტურად ნადგურდება.

 

„ჩვენმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი გააკეთა და ახლა ვაკვირდები, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად განადგურებულია. განადგურებულია. ჩვენი ღირსება და ჩვენი სიძლიერე ნადგურდება“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

 

დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობის პირობებში, აშშ სუსტად და არაკომპეტენტურად გამოიყურება.

 

„რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით პირობებს გვკარნახობს. ჩინეთი - ტაივანთან დაკავშირებით. კიმ ჩენ ინი რაკეტებს უშვებს და რაც მთავარია, ირანი ერთობა და იმას აკეთებს, რაც უნდა. ჩვენი ქვეყანა სუსტად გამოიყურება და მას არაკომპეტენტურად მართავენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ თავისი გადაწყვეტილებით უამრავ ადამიანს გააბედნიერებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner