logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს
- +

21 იანვარი. 2022. 13:59

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს.

 

მისი თქმით, რუსეთის მოთხოვნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 1997 წლის კონფიგურაციაში დაბრუნების შესახებ გულისხმობს უცხოური ძალების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაყვანას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 1997 წლამდე არ იყვნენ NATO-ს წევრები. სერგეი ლავროვის განცხადებით, ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნებიან ბულგარეთი და რუმინეთიც.

 

რუსეთმა გასული წლის 17 დეკემბერს გამოაქვეყნა ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული შეთანხმებების ორი პროექტი, რომლის გაფორმებაც მოსკოვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და შეერთებულ შტატებთან სურს. შეთანხმებების ერთ-ერთ პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთი NATO-სგან აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოებისგან და იმ ტერიტორიებზე დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებისგან უარის თქმას ითხოვს, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე იმყოფებოდა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner