logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „ნაცები“ და გახარია, გახარია და „ნაცები“, ეს ერთი ორგანიზმია და მალე ყველა ნახავს, როგორ დაამთავრებს „პოლიტიკური ღალატის“ მასტერი გახარია საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას
- +

21 იანვარი. 2022. 14:19

 

 

„სისტემური კოალიცია“ - ეს ხომ საერთოდ ძალიან სასაცილო რამე მოუფიქრებიათ... გასულ წელს ქვეყანაში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გახარიას პარტიამ, სადაც კი იოტისოდენა შანსი ჰქონდა, ყველგან ნაცებთან გააფორმა კოალიცია“, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ნათია მეზვრიშვილის განცხადებას „ქრონიკასთან“, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს.

 

„მოღალატე გახარიას პარტიის „უთვალსაჩინოესმა ლიდერმა“, ვინმე მეზვრიშვილმა დღეს განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „სისტემურ კოალიციას“ გამოვრიცხავთო. გახარიას პარტიის ბრიყვებს ხალხიც მათნაირი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ ტყუილებით გადაფარავენ მათ ღრმა კავშირს ნაცებთან.

 

„სისტემური კოალიცია“ - ეს ხომ საერთოდ ძალიან სასაცილო რამე მოუფიქრებიათ... გასულ წელს ქვეყანაში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გახარიას პარტიამ, სადაც კი იოტისოდენა შანსი ჰქონდა, ყველგან ნაცებთან გააფორმა კოალიცია, შემდეგ სააკაშვილიც გამოენთო და ყოფილ პრემიერს საქციელი მოუწონა. ჰოდა, ამ მოცემულობაში, საკუთარ თავსაც ვერ დააჯერებენ იმ ბინძურ ტყუილებს, რასაც ხალხს ეუბნებიან. ნაცები და გახარია, გახარია და ნაცები, ეს ერთი ორგანიზმია და მალე ყველა ნახავს, როგორ დაამთავრებს „პოლიტიკური ღალატის“ მასტერი გახარია საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას!“ - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner