„რაში მაინტერესებს, შალვა ნათელაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს.
მისი თქმით, ნათელაშვილის გადასაწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში.
„რაში მაინტერესებს, შალვა ნათელაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შევა თუ არ შევა, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კალაძემ.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უახლოეს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.