logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ღამის საათებში წარიმართება, დღისით მეტრო არ დაიხურება
- +

21 იანვარი. 2022. 16:07

 

 

„ვარკეთილის“ მეტროს სამუშაოები ღამის საათებში წარიმართება. დღის განმავლობაში მეტრო არ დაიხურება. თუ რაიმე ისეთი სამუშაო არ იქნება, რომელიც ადამიანებისთვის შეიძლება, საფრთხეს წარმოადგენდეს, ამ შემთხვევაში შესაძლოა, იყოს კონკრეტული დღეები, როდესაც მეტრო არ იმუშავებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

მერმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დაგვიანების გამო და აღნიშნულის მიზეზებიც განმარტა.

 

„რაც შეეხება სამუშაოებს, რა თქმა უნდა, სამუშაოები წარიმართება ღამის საათებში. დღის განმავლობაში მეტრო დახურული არ იქნება, თუ რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაო არ იქნება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკრეტული დღეები, როდესაც მეტრო არ იმუშავებს. დანარჩენ დღეებში მაქსიმალურად ვეცდებით მხოლოდ ღამის საათებში ვიმუშაოთ.

 

ადაპტირებული იქნება ყველანაირად შშმ პირთათვის და საკმაოდ მოწესრიგებული, ლამაზი დიზაინი არის. მე კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების დაწყება, თუმცა ამასაც აქვს თავისი ახსნა, რადგან დეტალურად გამოვიკვლიეთ ყველაფერი, არსებული მდგომარეობა, რამდენად გაუძლებს სამუშაოებს, რა პრობლემები იყო, რატომ მოხდა ის, რომ ჭერი ჩამოინგრა და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვარ, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner