logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს, მზად ვართ, ერთობლივი და სწრაფი პასუხი გავცეთ ამას, რასაც რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება
- +

21 იანვარი. 2022. 16:17

 

 

ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები დაიწყო.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ და ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაში, ხოლო ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მიზანი დეესკალაცია და უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის თავიდან აცილებაა.

 

„ეს მოლაპარაკებები დეესკალაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის პრევენციის მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია. აქ მოსვლამდე კონსულტაციები მქონდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. კიევში ვიმყოფებოდი ვიზიტით. ესეც ძალისხმევის ნაწილია. მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს ყველა ჩვენს მოკავშირესთან და პარტნიორთან, რომლებიც ჩვენს შეშფოთებას იზიარებენ. ერთნაირად დაინტერესებულნი ვართ დიალოგში, რათა ჩვენი უთანხმოებები გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, თუ დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელებას გადაწყვეტს, აშშ და მისი პარტნიორები მზად არიან, ერთობლივი და სწრაფი პასუხი გასცენ, რასაც რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.

 

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წინადადებებზე პასუხს ელოდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner