logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი: თუ NATO-მ შეძლო და უკრაინის მიმართ რუსეთის გეგმები შეაჩერა, ეს აუცილებლად გააძლიერებს რუსეთში საპასუხო რეაქციის სურვილს
- +

21 იანვარი. 2022. 16:40

 

 

„თუ NATO-მ შეძლო და უკრაინის მიმართ რუსეთის გეგმები შეაჩერა, რუსეთის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, ეს აუცილებლად გააძლიერებს რუსეთში საპასუხო რეაქციის სურვილს, რისი პრაქტიკული გამოვლინებაც უდიდესი შანსია, რომ მოხდეს კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ იურისტი ზაზა მარიდაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

 

როგორც მარიდაშვილი აღნიშნავს, მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს რამდენიმე სახის განვითარება შეიძლება მოჰყვეს.

 

„აუცილებლად გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი: პირველი ის, რომ NATO-ს ნებისმიერი სახით უკან დახევა და პოზიციების დათმობა ავტომატურად გამოიწვევს NATO-ში შემავალი ევროპული ქვეყნებსა და აშშ-ს შორის განხეთქილებას და შესაბამისად, NATO-ს საგრძნობ დასუსტებას; მეორე კი რუსეთის ფაქტორია, რომელიც ერთის მხრივ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ იმპერიალისტურ და ნაციონალისტურ (ჯინგოიზმი) მიდრეკილებებს არ ღალატობს და მეორეს მხრივ, კვლავაც ნებისმიერი სახის შეთანხმებას, რომელიც მას ზრახვებისაგან ხელს ააღებინებს, მიიჩნევს ეროვნულ კატასტროფად; რეალურად, გლობალური გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არც ერთი მხარე არ დაუშვებს მისი ინტერესების დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას;

 

და მაინც, თუ NATO-მ შეძლო და უკრაინის მიმართ რუსეთის გეგმები შეაჩერა, რუსეთის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, ეს აუცილებლად გააძლიერებს რუსეთში საპასუხო რეაქციის სურვილს, რისი პრაქტიკული გამოვლინებაც უდიდესი შანსია, რომ მოხდეს კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ; სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი მობილიზაცია და ერთიანი ძალისხმევა საერთაშორისო ინსტიტუტებთან მუშაობისათვის. ეს ის საკითხია, როცა ყველანაირი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის ზევით სახელმწიფოს ინტერესი უნდა დადგეს და მის გარშემო მოხდეს საერთო ეროვნული შეთანხმება“, - წერს ზაზა მარიდაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner