logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: ენტონი ბლინკენმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენ მიერ წარდგენილ მოთხოვნებზე წერილობითი პასუხი ერთ კვირაში მზად იქნება
- +

21 იანვარი. 2022. 17:26

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაარწმუნა, რომ მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებზე წერილობითი პასუხი ერთ კვირაში მზად იქნება. ამის შესახებ მან ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„შეხვედრის დროს ამერიკული მხარე ცდილობდა, რომ მთავარ თემად უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება ყოფილიყო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ რუსეთი არასდროს, არსად და არც ერთხელ არ დამუქრებია უკრაინელ ხალხს. ვინ ვის ემუქრება და რას მოგვიტანს ეს მუქარები, ეს კიდევ საკითხავია. არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგების მიერ გაღვივებული ისტერიკა დონბასში, უკრაინის ძალისმიერი ქმედებების პროვოცირებისკენ თუ არა, როგორც მინიმუმ, კიევის რეჟიმის მიერ მინსკის შეთანხმებების სრული საბოტაჟისკენაა მიმართული. სხვა ახსნას მე ვერ ვპოულობ. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები გავლენის ზონებზე, თუმცა ის, რასაც ახლა NATO უკრაინასთან მიმართებით აკეთებს, ცალსახად მოწმობს, რომ ალიანსი ამ ქვეყანას საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს. დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით პოსტულატი ქვეყნების თავისუფალი არჩევანის შესახებ და კიდევ ერთხელ შევახსენეთ ვაშინგტონს აღებული ვალდებულება, რომ საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება სხვისი უსაფრთხოების შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner