„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„დღეს ელჩმა დეგნანმა უკრაინის ელჩ დოლგოვს უმასპინძლა, რათა ხაზი გაესვა უკრაინისა და საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ ჩვენი ახლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. ასევე, რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული აგრესიული ქმედებებისა და უკრაინაში მიმდინარე ვითარების განსახილველად“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.