logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის ყველა მოწოდება საბოლოო ჯამში დამაზიანებელი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისთვის“
- +

21 იანვარი. 2022. 17:41

 

 

„სააკაშვილის ყველა მოწოდება საბოლოო ჯამში დამაზიანებელი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისთვის“. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილის არასოდეს აინტერესებდა თუნდაც თავისი პარტიის განვითარება, მას ყოველთვის აინტერესებდა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ცხადია, რომ სააკაშვილის ნებისმიერი დავალება განწირულია ჩავარდნისთვის.

 

„ყველა მოწოდება, რომელიც მან გააჟღერა, საბოლოო ჯამში დამაზიანებელი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისთვის“. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილის არასოდეს აინტერესებდა თუნდაც თავისი პარტიის განვითარება, მას ყოველთვის აინტერესებდა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა და საკუთარი პოლიტიკური თუ პირადი ინტერესების დაკმაყოფილება. ცხადია, დღეს ის გაბრაზებულია თავის პარტიაზე, ვინაიდან ხედავს, რომ მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რათა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში რაიმე შეცვალონ. ამიტომ ერთადერთი გზა, რომელსაც თვითონ ყოველ ჯერზე ირჩევდა, ეს არის დაძაბულობა და რადიკალიზაცია. ამისკენ მოუწოდებს ის თანაპარტიელებს და ისინიც ცდილობენ, შეასრულონ ბელადის ნებისმიერი დავალება, მაგრამ ყოველ ჯერზე ამას აკეთებენ ძალიან უხარისხოდ, ვინაიდან საზოგადოებას, და მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველსაც სულ სხვა ინტერესები აქვს. ეს პარტია დღეს დაშორებულია არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ პროცესებს, არამედ იმ შემორჩენილ მხარდამჭერებსაც, რომლებმაც თუნდაც ბოლო არჩევნებზე ამ პარტიას დაუჭირეს მხარი. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ამ პარტიას აგონიამდე მიიყვანს, რაც შეიძლება ქართული პოლიტიკისთვის სულაც არ იყოს ცუდი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner