logo_geo
eng_logo
სოფელ ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა
- +

21 იანვარი. 2022. 17:45

 

 

ცოტა ხნის წინ სოფელ ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით გამართული შეხვედრა დასრულდა.

 

მოლაპარაკების პროცესს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი და სავარაუდოდ, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი მოქალაქის ოჯახის წევრები დაესწრნენ. მოლაპარაკებები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართა.

 

„შეხვედრის შინაარსი, თუ ვის შევხვდით და ასე შემდეგ, მთლიანად კონფიდენციალურია და სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის გაცნობის უფლება არ მაქვს“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

 

სამი ახალგაზრდა ოკუპირებული ტერიტორიიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჯერ კიდევ 2008 წლიდან ითვლება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner