logo_geo
eng_logo
ჯავარა უგრეხელიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტებიდან ვაქცინირებული ერთი პროცენტიც კი არ არის
- +

21 იანვარი. 2022. 18:33

 

 

„რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტებიდან ვაქცინირებული ერთი პროცენტიც კი არ არის“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საავადმყოფოში არსებული 350 საწოლიდან ამჟამად 170 დაკავებულია, მათგან 50 საწოლი კი ინტენსიური და რეანიმაციული მოვლისაა, დანარჩენი - თერაპიული.

 

„რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მხოლოდ 0,8%-ია ვაქცინირებული. ბუსტერ დოზაზე აღარ ვსაუბრობთ! ვაქცინირებული ერთი პროცენტიც კი არ არის, რაც ვირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღნიშნული არავაქცინირებულებში მძიმე ვითარებაზე მიუთითებს“, - განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner