აშშ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, არასასიცოცხლო მნიშვნელობის პერსონალი ნებაყოფლობით შეძლებს უკრაინიდან გასვლას, ხოლო დიპლომატების ოჯახის წევრებს სამშობლოში დაბრუნება დაევალებათ.
როგორც წყაროები აღნიშნავენ, აშშ-ის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში შეიძლება მიიღოს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ევაკუაციის გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ აშშ დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და უბრალოდ გონივრულ მომზადებას ასახავს დაძაბულობის მატებასთან ერთად.