logo_geo
eng_logo
Bloomberg: აშშ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის შესაძლებლობას განიხილავს
- +

21 იანვარი. 2022. 20:28

 

 

აშშ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, არასასიცოცხლო მნიშვნელობის პერსონალი ნებაყოფლობით შეძლებს უკრაინიდან გასვლას, ხოლო დიპლომატების ოჯახის წევრებს სამშობლოში დაბრუნება დაევალებათ.

 

როგორც წყაროები აღნიშნავენ, აშშ-ის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში შეიძლება მიიღოს.

 

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ევაკუაციის გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ აშშ დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და უბრალოდ გონივრულ მომზადებას ასახავს დაძაბულობის მატებასთან ერთად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner